კონფიდენციალობისა და cookie-ფაილების პოლიტიკა

  • Privacy Statement for Business Partners
  • Booking Holdings Financial Services-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა ბიზნეს-პარტნიორებისათვის

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა ვრცელდება Booking.com-ის ყველა ბიზნეს-პარტნიორზე, მათ შორის განთავსების ობიექტის მქონე ბიზნეს-პარტნიორებზე, მოგზაურობის სხვა სერვისების პროვაიდერებზე, გამყიდველებზე, ასევე თანამშრომლებზე, კონტრაქტორებზე ან აღნიშნული მხარეების წარმომადგენლებზე.

ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა განმარტავს, თუ როგორ ამუშავებს Booking.com-ის კომპანიების ჯგუფი პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც ეკუთვნის ფიზიკურ პირებს, თანამშრომლებს, მფლობელებს ან წარმომადგენლებს, რომლებიც მოქმედებენ ჩვენი (არსებული, ყოფილი ან პოტენციური) ბიზნეს-პარტნიორების სახელით.

ამ დოკუმენტში Booking.com-ის ჯგუფის კომპანიები შეიძლება მოხსენიებული იყოს როგორც „ჩვენ“, „ჩვენი“ ან „Booking.com“. ფიზიკური პირები, თანამშრომლები, მფლობელები ან წარმომადგენლები, რომლებიც მოქმედებენ ბიზნეს-პარტნიორების სახელით, შეიძლება მოხსენიებული იყოს ერთად ან ცალ-ცალკე, როგორც „თქვენ“, „თქვენი“ ან „ბიზნეს-პარტნიორები“.

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის კონტექსტში ბიზნეს-პარტნიორი შეიძლება იყვნენ:

  • სამოგზაურო პროვაიდერები,

  • სამოგზაურო სააგენტოები,

  • მომსახურების მომწოდებელი მესამე მხარეები,

  • სახმელეთო სატრანსპორტო კომპანიები,

  • გადახდის მომსახურების პროვაიდერები,

  • ბიზნეს-პარტნიორები, რომელთა ვებგვერდების და/ან აპლიკაციების (ან სხვა საშუალებების) გამოყენებით ხდება მოგზაურობის დაჯავშნა,

  • და ფიზიკური ან იურიდიული პირები, რომლებიც ინარჩუნებენ საქმიან ურთიერთობას Booking.com-ის ჯგუფის კომპანიასთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ კომპანიები, რომლებიც იყენებენ ჩვენს „Booking.com for Business” მომსახურებას, რათა ხელი შეუწყონ მოგზაურობის დაჯავშნას თავიანთი პერსონალისთვის, ექვემდებარებიან მომხმარებლების კონფიდენციალურობის და Cookie-ფაილების პოლიტიკას.

ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა ვრცელდება Booking.com-ის ჯგუფის ნებისმიერ კომპანიაზე, რომელიც პასუხისმგებელია ბიზნეს-პარტნიორის პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. საქმიანი ურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარე, Booking.com-ის ჯგუფის სხვადასხვა კომპანია შეიძლება იყოს პასუხისმგებელი ამ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.

მაგალითად, Booking.com B.V., რომელიც მდებარეობს ამსტერდამში, ნიდერლანდები, პასუხისმგებელია სამოგზაურო პროვაიდერის მონაცემების დამუშავებაზე. წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა ვრცელდება Booking Brasil Serviços de Reserva de Hotéis Ltda-ზე, რომელიც მდებარეობს სან პაოლოში, ბრაზილია, როცა ბრაზილიაში მდებარე განთავსების პარტნიორებთან დაკავშირებით პერსონალური მონაცემების დამუშავება ხდება.

იმისათვის, რათა გაიგოთ, თუ რამდენად პასუხისმგებელნი არიან Booking.com-ის ჯგუფის სხვა კომპანიები თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე, შეაფასეთ ქვემოთ მითითებული ინფორმაცია. ინფორმაცია ასევე მოცემულია Booking.com-თან თქვენს შეთანხმებაში და ხელმისაწვდომია ჩვენს ონლაინ პლატფორმებზე (როგორიცაა რეგისტრაციის გვერდები ან შესყიდვების მართვის პლატფორმები). ასევე, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:dataprotectionoffice@booking.com.

დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იყენებს Booking.com cookie-ფაილებს ბიზნეს-პარტნიორების სპეციალურ ვებ-საიტებსა და აპლიკაციებში, გთხოვთ, იხილეთ ჩვენი პოლიტიკა cookie-ფაილების შესახებ.

პირობები, რომლებსაც ვიყენებთ ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში

„მოგზაურობა“ ეხება სხვადასხვა სამოგზაურო პროდუქტს და მომსახურებას, რომელთა შეკვეთა, მიღება, შეძენა, ყიდვა, გადახდა, დაქირავება, მიწოდება, დაჯავშნა, კომბინირება ან მოხმარება შესაძლებელია საბოლოო მომხმარებლების მიერ სამოგზაურო პროვაიდერისგან.

„სამოგზაურო პროვაიდერი“ ნიშნავს განთავსების ობიექტს (მაგ. სასტუმრო, მოტელი, აპარტამენტი, „ღამე და საუზმე” ტიპის საკუთრება, მეპატრონე და ზოგადად ნახსენები როგორც „განთავსების პარტნიორი“), ატრაქციონები (მაგ. (თემატური) პარკები, მუზეუმები, ღირშესანიშნაობების ტურები), სატრანსპორტო საშუალების მომწოდებელი (მაგ. მანქანის დაქირავება, კრუიზები, რკინიგზა, ტაქსი, აეროპორტამდე მგზავრობა, ავტობუსით ტურები, ტრანსფერები), ტუროპერატორები, სამოგზაურო დაზღვევა და ნებისმიერი სხვა სამოგზაურო ან მასთან დაკავშირებული პროდუქტი ან მომსახურება, რომელიც დროდადრო ხელმისაწვდომია დასაჯავშნად ჩვენს პლატფორმებზე.

„მომსახურება“ ნიშნავს ონლაინ შესყიდვის, შეკვეთის, (გამარტივებული) გადახდის ან დაჯავშნის მომსახურებას, როგორც ამას გთავაზობთ ან უზრუნველყოფს Booking.com სხვადასხვა პროდუქტსა და მომსახურასთან დაკავშირებით, რომელიც პერიოდულად პლატფორმაზე ხელმისაწვდომი ხდება სამოგზაურო პროვაიდერების მიერ.

„დაჯავშნა“ ნიშნავს მოგზაურობის შეკვეთას, შეძენას, გადახდას, დაჯავშნას ან რეზერვაციას.

მონაცემების შეგროვება

პერსონალური მონაცემები, რომლებსაც Booking.com ბიზნეს-პარტნიორებთან დაკავშირებით შეაგროვებს, დამოკიდებულია ბიზნეს-ურთიერთობების კონტექსტსა და Booking.com-თან ინტერაქციაზე, ასევე, ბიზნეს-პარტნიორის მიერ გაკეთებულ არჩევანზე, გამოყენებულ პროდუქტებზე, მომსახურებებსა და ფუნქციებზე.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ქვემოთ სხვადასხვა ნაწილებში ნახსენები მონაცემები განიხილება როგორც „პერსონალური მონაცემები“, მხოლოდ როდესაც ისინი ეხება ფიზიკურ პირს (იგულისხმება, ცალკეული ადამიანი). ეს მონაცემები არ განიხილება „პერსონალურ მონაცემად“, როდესაც ისინი ეხება იურიდიულ პირს ან კომპანიას.

იმ შემთხვევაში, თუ ბიზნეს-პარტნიორი ხართ კალიფორნიის შტატში, აშშ, აქ მოცემული ინფორმაციის გარდა, თქვენ გაქვთ გარკვეული დამატებითი უფლებები, რომლებიც ასახულია კონფიდენციალურობის პოლიტიკის იმ განყოფილებაში, რომელიც კალიფორნიას ეხება.

პერსონალური მონაცემები, რომლებსაც Booking.com აგროვებს ჩვენი ბიზნეს-პარტნიორების შესახებ, შეიძლება შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

პერსონალური მონაცემები, რომლებსაც თქვენ მოგვაწვდით

  • საკონტაქტო მონაცემებიჩვენ ვაგროვებთ ბიზნეს-პარტნიორებისაგან საკონტაქტო მონაცემებს, როგორიცაა სახელი და გვარი, დაბადების თარიღი (საჭიროების მიხედვით), მისამართები, ბიზნეს ელ-ფოსტის მისამართები, ტელეფონის და ფაქსის ნომრები.
  • ფინანსური მონაცემებიჩვენ ვაგროვებთ მონაცემებს, რომლებიც აუცილებელია გადახდების და ინვოისის საწარმოებლად (ასეთია საბანკო რეკვიზიტები, როგორიცაა ანგარიშის ნომერი, საგადასახადო/დღგ-ის ნომერი) და მონაცემები, რომელიც სხვაგვარად საჭიროა საკრედიტო ორდერების დასამუშავებლად.
  • მონაცემები ვერიფიკაციისთვისBooking.com-მა შეიძლება ბიზნეს-პარტნიორებს (მათ წარმომადგენლებს) სთხოვოს კომპანიის რეგისტრაციის დოკუმენტების, მათი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი, ფოტოსურათი, ვიდეო ან სხვა შესაფერისი ინფორმაცია, რათა მოახდინოს ბიზნეს-პარტნიორის ვერიფიკაცია. ამისათვის შეიძლება საჭირო გახდეს ლიცენზიების ან საგადასახადო ინფორმაციის მიღებაც.
  • სხვა მონაცემები
    • როდესაც ბიზნეს-პარტნიორი უკავშირდება Booking.com-ს, ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ ინფორმაციას ამ კომუნიკაციების შესახებ. მხარდაჭერის ცენტრთან ზარების დროს შეიძლება განხორციელდეს პირდაპირი მოსმენა და ზარების ჩაწერა ხარისხის კონტროლისა და ტრენინგის მიზნებისთვის. ამ ჩანაწერების გამოყენება ასევე შეიძლება მოხდეს პრეტენზიების განხილვის დროს და თაღლითობის გამოვლენის მიზნით.
    • ჩანაწერები ინახება შეზღუდული დროით, ვიდრე არ მოხდება მათი ავტომატურად წაშლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც Booking.com-ს აქვს ლეგიტიმური ინტერესი, შეინახოს ჩანაწერი უფრო ხანგრძლივი ვადით. ეს ხდება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, მაგალითად თაღლითობის გამოძიებისათვის და მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, ასევე სამართლებრივი მიზნებისთვის.

ინფორმაცია, რომელსაც ავტომატურად ვაგროვებთ

საქმიანი ურთიერთობიდან გამომდინარე, Booking.com-მა ასევე შეიძლება ავტომატურად შეაგროვოს ინფორმაცია, რომელთა შორის შეიძლება იყოს პერსონალური მონაცემები. ამ მონაცემების შეგროვება ხდება, როდესაც ბიზნეს-პარტნიორი იყენებს ონლაინ მომსახურებებს, როგორიცაა სარეგისტრაციო ფორმა, მომხმარებლის ანგარიში (მაგ. ექსტრანეტის ან პარტნიორთა ცენტრისთვის), მომწოდებლების მართვის პლატფორმა ან Booking.com-ის აპლიკაცია, როგორიცაა Pulse.

შეგროვებული მონაცემები შეიძლება მოიცავდეს შემდეგს:

  • ენის პარამეტრები,

  • IP მისამართი,

  • მდებარეობა,

  • მოწყობილობის პარამეტრები,

  • მოწყობილობის ოპერაციული სისტემა,

  • ინფორმაცია სისტემაში შესვლების შესახებ,

  • გამოყენების დრო,

  • მოთხოვნილი URL-მისამართი,

  • ანგარიში სტატუსის შესახებ,

  • მომხმარებლის აგენტი (ინფორმაცია ბრაუზერის ვერსიის შესახებ),

  • საიტზე გადასვლის შედეგი (მონაცემების ნახვა ან დაჯავშნა),

  • ძიებების ისტორია,

  • მომხმარებლის ჯავშნის საიდენტიფიკაციო ნომერი,

  • მოწყობილობის იდენტიფიკატორები, როგორიც არის Android ID, MAC მისამართი, IMEI,

  • და ნანახი მონაცემების ტიპი.

პერსონალური მონაცემები, რომლებსაც თქვენ სხვების შესახებ მოგვაწვდით

ბიზნეს საჭიროებიდან გამომდინარე სხვა პირების პერსონალური მონაცემების გაზიარებით - მაგალითად მონაცემები, რომელიც თქვენს თანამშრომლებს ეკუთვნის - თქვენ ადასტურებთ, რომ ეს ადამიანები ინფორმირებული არიან Booking.com-ის მიერ მათი პერსონალური მონაცემების გამოყენების შესახებ წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად. თქვენ ასევე ადასტურებთ, რომ მიიღეთ ყველა საჭირო თანხმობა, როგორც ამას მოითხოვს მოქმედი კანონები და რეგულაციები.

სხვა ინფორმაცია, რომელსაც სხვა წყაროებიდან ვიღებთ

  • ინფორმაცია გადახდისუუნარობის შესახებბიზნეს-პარტნიორის გადახდისუუნარობის შემთხვევებში Booking.com-მა შეიძლება მიიღოს ინფორმაცია გადახდისუუნარობის საქმეების ადმინისტრატორებისაგან, სასამართლოდან ან სხვა საჯარო უწყებებიდან.
  • სამართალდამცავი და საგადასახადო ორგანოების მიერ მოთხოვნილი მონაცემებისამართალდამცავი და საგადასახადო ორგანოები შეიძლება დაუკავშირდნენ Booking.com-ს ბიზნეს-პარტნიორის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, თუ მათით გამოძიება დაინტერესდება.
  • თაღლითობის გამოვლენა და პრევენცია, რისკების მართვა და შესაბამისობაზოგიერთ შემთხვევაში კანონის ფარგლებში Booking.com-ს შეიძლება მოუწიოს მონაცემების შეგროვება მესამე მხარის წყაროების მეშვეობით თაღლითობის გამოვლენისა და პრევენციის, რისკების მართვის და შესაბამისობის მიზნით.

მონაცემთა დამუშავების მიზნები

ზემოთ აღწერილი ბიზნეს-პარტნიორის ინფორმაციას, რომელთა ნაწილი შეიძლება პერსონალური მონაცემს წარმოადოგენდეს,Booking.com-ის შესაფერისობის მიხედვით იყენებს შემდეგი მიზნებისათვის:

A. რეგისტრაცია და ადმინისტრირება

Booking.com იყენებს ანგარიშის დეტალებს, საკონტაქტო მონაცემებს და ფინანსურ მონაცემებს ბიზნეს-პარტნიორთან საქმიანი ურთიერთობის სამართავად. ეს ასევე ეხება რეგისტრაციასა და ვერიფიკაციას.

გარკვეული სახის ინფორმაცია, მათ შორის ბიზნეს-პარტნიორის სახელი, გვარი და მისამართი, შეიძლება გამოყენებული იყოს სხვა მიზნებისთვის ბიზნეს-პარტნიორსა და Booking.com-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად. ამის მაგალითი იქნება მათ საკუთრებაზე ჯავშნის გააქტიურება განთავსების პარტნიორის საკონტაქტო მონაცემების გამოყენებით მესამე მხარის ვებგვერდის საშუალებით.

B. მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახური

Booking.com იყენებს ბიზნეს-პარტნიორების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას (რომელიც შეიძლება შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს) მხარდაჭერის მომოსახურების უზრუნველსაყოფად - მაგალითად, ბიზნეს-პარტნიორების ან მომხმარებლების თხოვნებზე, კითხვებზე ან პრობლემებზე პასუხის გასაცემად.

C. სხვა მიზნები, მათ შორის მარკეტინგი

იმ შემთხვევაში, თუ პოტენციურ ბიზნეს-პარტნიორს არ აქვს დასრულებული ონლაინ რეგისტრაცია, Booking.com-მა შეიძლება გამოაგზავნოს შეხსენება რეგისტრაციის პროცესის დასრულების მოთხოვნით. დარწმუნებული ვართ, რომ ეს დამატებითი მომსახურება მოსახერხებელი იქნება ჩვენი (მომავალი) ბიზნეს-პარტნიორებისთვის, ვინაიდან რეგისტრაციის თავიდან დაწყება და ყველა დეტალის ხელახლა შევსება საჭირო აღარ იქნება.

Booking.com-მა შეიძლება მოიწვიოს ბიზნეს-პარტნიორები ისეთ ღონისძიებებზე დასასწრებად და ჩასატარებლად, რომლებიც, ჩვენი აზრით, შეიძლება იყოს მათთვის რელევანტური და საინტერესო. ჩვენ ასევე შეიძლება გამოვიყენოთ პერსონალური მონაცემები ონლაინ ფორუმების მომსახურების შეთავაზებისა და ჰოსტინგისთვის, რაც საშუალებას აძლევს ბიზნეს-პარტნიორებს იპოვონ პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე Booking.com-ის პროდუქტებისა და მომსახურებების შეთავაზებისა და გამოყენების შესახებ.

რაც შეეხება ბიზნეს-ურთიერთობებს, Booking.com იყენებს პერსონალურ მონაცემებს საკომუნიკაციოდ, მათ შორის სისტემების/პროდუქტების განახლების შესახებ ინფორმირებისათვის, Booking.com-ის სიახლეების მიმოხილვის გასაგზავნად, ბიზნეს-პარტნიორის მოსაწვევად რეფერალურ პროგრამებსა და შეჯიბრებში (როგორიცაა Booking Hero) მონაწილეობის მისაღებად ან სხვა მარკეტინგული ხასიათის კომუნიკაციებისათვის. როცა პერსონნალურ მონაცემებს პირდაპირი მარკეტინგული შეტყობინებების ელექტრონულად გასაგზავნად გამოვიყენებთ, ჩვენ უზრუნველვყოფთ ამ შეტყობინებების მიღებაზე უარის თქმის შესაძლებლობასაც.

D. შეტყობინებების გაცვლის ინსტრუმენტები

Booking.com-მა ზოგიერთ ბიზნეს-პარტნიორს შეიძლება თავიანთ სტუმრებთან (პერსპექტიულ ან არსებულ) კომუნიკაციის განსხვავებული მეთოდები შესთავაზოს.

ბიზნეს-პარტნიორებს ასევე შეუძლიათ დაუკავშირდნენ Booking.com-ს, რათა გადაუგზავნონ დაჯავშნის ინფორმაცია ან სტუმრებისთვის შეკითხვები ან დაუკავშირდნენ სტუმრებს ალტერნატიული ელფოსტის გამოყენებით, რომელიც ყოველთვის შეიცავს Booking.com-ს, როგორც მიმღებს.

Booking.com-ს შეუძლია წვდომა ჰქონდეს ბიზნეს-პარტნიორებსა და სტუმრებს შორის კომუნიკაციაზე. ჩვენ ასევე ვიყენებთ ავტომატიზირებულ სისტემებს კომუნიკაციების შეფასების, სკანირებისა და ანალიზისთვის შემდეგი მიზნებისთვის:

  • უსაფრთხოება,

  • თაღლითობის პრევენცია,

  • საკანონმდებლო და მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობა,

  • პოტენციური დარღვევების გამოძიება,

  • პროდუქტის განვითარება და გაუმჯობესება,

  • კვლევა,

  • მომხმარებელთა მოზიდვა/ჩართულობა (მათ შორის, სტუმრებისთვის ინფორმაციის ან შეთავაზებების მიწოდება, რომლებიც ჩვენი რწმებით შეიძლება მათთვის საინტერესო იყოს),

  • მომხმარებელთა მხარდაჭერა ან ტექნიკური მხარდაჭერა.

Booking.com მიიღებს და შეინახავს Booking.com-ის საკომუნიკაციო ინსტრუმენტების მეშვეობით გაგზავნილ თუ მიღებულ ყველა კომუნიკაციას.

E. ანალიტიკა, გაუმჯობესება და კვლევები:

ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციას, რომელიც შეიძლება პერსონალურ მონაცემებს შეიცავდეს, Booking.com იყენებს ანალიტიკური მიზნებისათვის. ეს არის Booking.com-ის პროდუქტებისა და მომსახურების დახვეწისა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების მიმართულებით ჩვენი ძალისხმევების ნაწილი.

ეს მონაცემები ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ტესტირების მიზნებისთვის, ხარვეზების აღმოსაფხვრელად და Booking.com-ის ონლაინ სერვისების ფუნქციონირებისა და ხარისხის გასაუმჯობესებლად. ჩვენ ასევე ვიწვევთ ბიზნეს-პარტნიორებს გამოკითხვებში მონაწილეობის მისაღებად და დროდადრო ბაზრის სხვა კვლევების ჩასატარებლად.

ზოგიერთი ბიზნეს-პარტნიორი შეიძლება მოიწვიონ სპეციალურად გამოყოფილ ონლაინ-პლატფორმაზე, რათა დაამყარონ კომუნიკაცია Booking.com-თან და/ან სხვა ბიზნეს-პარტნიორებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარონ.

გამოკითხვაში, საბაზრო გამოკვლევაში მონაწილეობის ან ონლაინ-პლატფორმაზე გაწევრიანების შეთავაზების მიღების შემთხვევაში, გთხოვთ, გაეცნოთ Booking.com-ის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, რათა გაიგოთ, თუ როგორ შეიძლება განსხვავდებოდეს თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენების პროცესი წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკით განსაზღვრული პირობებისგან.

F. უსაფრთხოება, თაღლითობის გამოვლენა და პრევენცია

მოწოდებულ ინფორმაციას, რომელიც შეიძლება შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, დავამუშავებთ, რათა მოვახდინოთ თაღლითობისა და სხვა უკანონო ქმედებების პრევენცია და გამოვლენა. ეს შეიძლება იყოს პერსონალური მონაცემები, რომლებიც ბიზნეს-პარტნიორმა Booking.com-ს მიაწოდა მაგ. გადამოწმების მიზნით, როგორც რეგისტრაციის პროცესის ნაწილი, ავტომატურად შეგროვებული პერსონალური მონაცემები ან მესამე მხარის წყაროებიდან (მათ შორის სტუმრებიდან) მიღებული პერსონალური მონაცემები.

საჭიროების შემთხვევაში, Booking.com-მა ასევე შეიძლება გამოიყენოს პერსონალური მონაცემები კომპეტენტური ორგანოების მიერ გამოძიების და აღსრულების ხელშეწყობის მიზნით. ამ მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემები შეიძლება გავუზიაროთ სამართალდამცავ ორგანოებს.

Booking.com-ს ასევე შეუძლია გამოიყენოს პერსონალური მონაცემები რისკის შეფასებისა და უსაფრთხოების მიზნებისთვის, მათ შორის მომხმარებლების ავთენტიფიკაციისთვის და ჩვენ ვიყენებთ მესამე მხარის მომსახურების პროვაიდერებს მესამე მხარის რისკის სამართავად. ეს პროვაიდერები გვეხმარებიან ჩვენი ბიზნეს-პარტნიორების ბიზნეს რისკის პროფილის შეფასებაში. მათ ასევე შეიძლება მოგვაწოდონ მესამე მხარის სათანადო შესწავლის ანგარიშები, რომლებიც ნებადართულია მოქმედი კანონმდებლობით, შეიძლება შეიცავდეს შესაძლო ინფორმაციას მფლობელების ან ბიზნეს-პარტნიორების სისხლისსამართლებრივი დევნის და დანაშაულის შესახებ.

G. სამართლებრივი საკითხები და ნორმატიულ მოთხოვნებთან შესაბამისობა

ზოგიერთ შემთხვევაში, Booking.com-მა უნდა გამოიყენოს მოწოდებული ინფორმაცია (რომელიც შეიძლება შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს) სამართლებრივი დავების მოსაგვარებლად და გადასაჭრელად, ან კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოებულ გამოძიებასთან დაკავშირებით, ან რისკების მართვისა და ნორმატიული მოთხოვნების შესრულებისთვის. ჩვენ ასევე შეიძლება გამოვიყენოთ ის ბიზნეს-პარტნიორებთან ჩვენი შეთანხმებ(ებ)ის აღსასრულებლად, პრეტენზიის ან საჩივრის გადასაჭრელად, რომელიც ეხება სტუმარს, როგორც გონივრულად მოსალოდნელია და შიდა პოლიტიკისა და პროცედურების შესაბამისად.

გარდა ამისა, შეიძლება დაგვჭირდეს ბიზნეს-პარტნიორების შესახებ ინფორმაციის (მათ შორის პერსონალური მონაცემების) გაზიარება, როცა ეს კანონით არის მოთხოვნილი ან მკაცრად აუცილებელია კომპეტენტური ორგანოების მოთხოვნებზე პასუხის გასაცემად. ეს მოიცავს საგადასახადო ორგანოებს, სასამართლოებს, სხვა სამთავრობო და საჯარო ორგანოებს ან ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს (მაგ. მოკლევადიანი იჯარის შესახებ კანონებთან მიმართებაში).

თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ისეთ ავტომატურ საშუალებებს გამოვიყენებთ, რომლებსაც სამართლებრივი შედეგი მოჰყვება, თქვენზე საგრძნობლად იმოქმედებს ან სხვა ფიზიკურ პირზე, ჩვენ განვახორციელებთ შესაბამის ზომებს თქვენი ან სხვა პირის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. ეს ასევე გულისხმობს ოპერატურის ჩართვის უფლებას დამუშავების პროცესში.

სამართლებრივი საფუძვლები

A და B მიზნის თანახმად, Booking.com ეყრდნობა იმ სამართლებრივ საფუძვლებს, რომელთა მიხედვითაც პერსონალური მონაცემების დამუშავება აუცილებელია ბიზნეს-პარტნიორსა და Booking.com-ს შორის ხელშეკრულების განსახორციელებლად. თუ არ მოხდება მოთხოვნილი ინფორმაციის მოწოდება, Booking.com ვერ მოახერხებს ვერც სამოგზაურო პროვაიდერის რეგისტრაციას, ვერც ბიზნეს-პარტნიორთან მუშაობას და ვერც მომხმარებელთა მომსახურებით უზრუნველყოფას.

C - G მიზნების პერსპექტივიდან გამომდინარე, Booking.com ეყრდნობა მომსახურების მიწოდების ან ბიზნეს-პარტნიორებისაგან მომსახურების მიღების ლეგიტიმურ ინტერესებს, რათა არ დაუშვას თაღლითობა და გააუმჯობესოს თავისი მომსახურებები. Booking.com-ისა და მესამე მხარის ლეგიტიმური ინტერესების დაცვის მიზნით, პერსონალური მონაცემების გამოყენების დროს ჩვენ ყოველთვის ვაბალანსებთ ბიზნეს-პარტნიორების მიერ თავიანთი ინფორმაციის დაცვის უფლებებსა და ინტერესებს Booking.com-ის და/ან მესამე მხარის უფლებებსა და ინტერესებთან.

F და G მიზნების მისაღწევად Booking.com ეყრდნობა (სადაც შეეფერება) სამართლებრივ ვალდებულებებთან შესაბამისობის პრინციპს (როგორიცაა სამართალდამცავთა მიერ გაკეთებული კანონიერი მოთხოვნები). საბოლოოდ, საჭიროებიდან გამომდინარე, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, Booking.com თქვენგან თანხმობას აიღებს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებამდე, მათ შორის მარკეტინგული მიზნებისთვის ან სხვაგვარად, რაც კანონით არის განსაზღვრული.

თუ C - E მიზნებისთვის მონაცემთა დამუშავების წინააღმდეგი იქნებით და უარის თქმის უშუალო ფუნქცია ხელმისაწვდომი არ არის (მაგ., თქვენი ანგარიშის პარამეტრებში), გთხოვთ, დაუკავშირდით მისამართზე dataprotectionoffice@booking.com.

კალიფორნიაში მდებარე ბიზნეს-პარტნიორები გადადით ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკის კალიფორნიის განყოფილებაზე კონკრეტული უფლებებისა და ამ უფლებების გამოყენების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.

მონაცემების გაზიარება

  • აფილირებულ მხარეებთან გაზიარება.Booking.com-ის მომსახურებების მხარდასაჭერად თქვენი ინფორმაცია (რომელიც შეიძლება პერსონალურ მონაცემებს მოიცავდეს) შეიძლება გავუზიაროთ Booking.com-ის კორპორაციული ოჯახის შვილობილ კომპანიებს. იმისთვის, რომ გაიგოთ ყველაფერი, რაც გჭირდებათ Booking.com-ის კორპორატიული ჯგუფის შესახებ, ეწვიეთ Booking.com-ის საინფორმაციო გვერდს.
  • მესამე მხარეებთან გაზიარებაბიზნეს-პარტნიორებთან ინფორმაციას (რომელიც შეიძლება პერსონალურ მონაცემებს შეიცავდეს) ვუზიარებთ მესამე მხარეებს კანონით დაშვებულ ფარგლებში და როგორც ეს ქვემოთაა აღწერილი:
    • მომსახურების პროვაიდერები (მათ შორის მომწოდებლები). მესამე მხარის მომსახურების პროვაიდერებს პერსონალურ მონაცემებს ვუზიარებთ, რათა შევძლოთ პროდუქციისა და მომსახურებების მიწოდება, თაღლითობის გამოვლენა და პრევენცია, მონაცემების შენახვა და ჩვენი ბიზნესის პროცესების სხვაგვარი მხარდაჭერა ან ჩვენი სახელით ბიზნესის წარმოება.
    • გადახდის მომსახურების პროვაიდერები და სხვა ფინანსური ინსტიტუტები. ბიზნეს-პარტნიორებსა და Booking.com-ს შორის ან სტუმრებსა და ბიზნეს-პარტნიორებს შორის გადახდების წარმოებისთვის შესაფერისობის მიხედვით ხდება პერსონალური მონაცემების გაზიარება გადახდის მომსახურების პროვაიდერებთან და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან.
    • სანქციების სიის სკრინინგი ან რისკების მართვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
    • ინფორმაციის სავალდებულო გამჟღავნება. პერსონალურ მონაცემებს სამართალდამცავ ორგანოებს, საგამოძიებო ორგანიზაციებს ან ჯგუფის სხვა წევრებს გავუმჟღავნებთ მაშინ, როცა კანონით მოითხოვება, როცა ჩვენი მომსახურებისათვის აბსოლუტურად აუცილებელია, სამართალწარმოების დროს ან როცა ეს აუცილებელია ჩვენი ან Booking Holdings Inc.-ის ჯგუფის ან მომხმარებლების სხვა წევრების უფლებების დასაცავად.
  • გაერთიანებული მონაცემების გაზიარება და გამჟღავნებაჩვენ შეიძლება გავუზიაროთ ინფორმაცია მესამე მხარეებს გაერთიანებული ფორმით და/ან სხვა ფორმით, რომელიც არ აძლევს მიმღებს თქვენი იდენტიფიცირების საშუალებას, მაგალითად, ინდუსტრიის ანალიზისთვის ან დემოგრაფიული პროფილისთვის.

მონაცემების გაზიარება Booking Holdings Inc.-ის კორპორაციულ ოჯახში

Booking.com არის Booking Holdings Inc.-ის კორპორაციული ოჯახის ნაწილი. ჯგუფის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ Booking Holdings-ს ვებგვერდს.

Booking.com-მა შეიძლება მიიღოს პერსონალური მონაცემები ბიზნეს პარტნიორების შესახებ სხვა კომპანიებისგან Booking Holdings Inc. კორპორატიული ჯგუფისგან ან ჩვენ შეიძლება გავუზიაროთ ბიზნეს-პარტნიორების პერსონალური მონაცემები ამ კომპანიებს. ეს კეთდება ქვემოთ აღწერილი მიზნებისთვის, ნებისმიერი სახელშეკრულებო პირობების შესაბამისად.

მაგალითად, Booking.com მჭიდროდ თანამშრომლობს Rentalcars.com-თან, რათა უშუალოდ თავად ან ბიზნეს-პარტნიორების მეშვეობით მომხმარებლებს შესთავაზოს სახმელეთო ტრანსპორტის მომსახურებები.

Booking Holdings Inc-ის კომპანიების ჯგუფიდან ყველა კომპანიას სჭირდება ბიზნეს-პარტნიორთან პერსონალური მონაცემების გაცვლა, რათა მის ონლაინ პლატფორმაზე ყველა მომხმარებელი დაიცვას თაღლითობისაგან.

Booking Holdings Inc-ის კომპანიების ჯგუფში მონაცემების გაზიარება შემდეგ მიზნებს ემსახურება:

  • A. მომსახურების მიწოდება, მათ შორის დაჯავშნის მომსახურება, ბიზნეს-პარტნიორის ანგარიშების მართვა (მათ შორის ვებდორების მართვა) და მხარდაჭერის უზრუნველყოფა,

  • B. თაღლითობის, სხვა უკანონო ქმედებებისა და მონაცემების გაჟონვის პრევენცია, გამოვლენა და გამოძიება;

  • C. ანალიზისა და პროდუქტის გაუმჯობესების მიზნით,

  • D. ონლაინ-მომსახურებების პერსონალიზაცია ან მარკეტინგული შინაარსის მასალის გაგზავნა მიმღების თანხმობით (ან კანონით ნებადართულ სხვა შემთხვევებში),

  • E. პოლიტიკებთან და მოქმედი კანონმდებლობის დაცვის უზრუნველყოფა.

პერსონალური მონაცემების მიღებისა და გაზიარების საკითხებში Booking.com ეყრდნობა Booking Holdings Inc-ის ჯგუფის კომპანიების ლეგიტიმურ ინტერესებს, როგორც ეს აღწერილია A - D პუნქტებში. აღნიშნულის მიზანია, რომ მიაწოდოს ან მიიღოს მომსახურებები ბიზნეს-პარტნიორებისაგან, მათ შორის გააუმჯობესოს მომსახურებები და აღკვეთოს თაღლითობა.

Booking.com-ისა და მესამე მხარის ლეგიტიმური ინტერესების დაცვის მიზნით პერსონალური მონაცემების გამოყენების დროს, Booking.com ყოველთვის დააბალანსებს ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირის უფლებებსა და ინტერესებს მათი პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით Booking.com-ის ან მესამე მხარის უფლებებთან და ინტერესებთან.

E მიზნის მისაღწევად Booking.com ეყრდნობა აგრეთვე, სადაც შესაძლებელია, სამართლებრივ ვალდებულებებთან შესაბამისობის პრინციპს (როგორიცაა სამართალდამცავთა მიერ გაკეთებული კანონიერი მოთხოვნები).

თუ A - D მიზნებით მონაცემების დამუშავების წინააღმდეგი იქნებით და უარის თქმის ფუნქცია უშუალოდ ხელმისაწვდომი არ იქნება (მაგ., თქვენი ანგარიშის პარამეტრებში), დაუკავშირდით მისამართზე dataprotectionoffice@booking.com.

მონაცემთა გაზიარება Booking.com Transport Limited-თან

Booking.com Transport Limited („BTL“), რომელიც ასევე ვაჭრობს როგორც Rentalcars.com, არის კერძო შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია, გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ოფისებით 100 New Bridge Street, ლონდონი, EC4V 6JA.

BTL არის Booking Holdings Inc.-ის კორპორატიული ჯგუფის წევრი და სახმელეთო ტრანსპორტირების მომსახურებებს, რომლებსაც სთავაზობენ Booking.com-ის ვებგვერდებსა და აპლიკაციების მეშვეობით, BTL მართავს Booking.com-ის ბრენდის ქვეშ.

Booking.com დახურული სახის სააქციო საზოგადოება მართავს BTL შვილობილი განთავსების პარტნიორის რეგისტრაციის გვერდს და ანგარიშის მართვის პროცესს. BTL Business Partners-ისგან შეგროვებული ინფორმაცია ამ რეგისტრაციისა და ანგარიშის მართვის პროცესში, რომელიც შეიძლება მოიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, გაზიარებულია BTL-თან ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში მითითებული მიზნებისთვის.

თუ თქვენ BTL ბიზნეს-პარტნიორი ხართ და თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე რაიმე შეკითხვა ან საზრუნავი გაგაჩნიათ ან გსურთ წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკით მონიჭებული თქვენი რომელიმე უფლება გამოიყენოთ, დაუკავშირდით მონაცემთა დაცვის ოფისს მისამართზე dataprotectionofficer@rentalcars.com.

მონაცემთა საერთაშორისო გადაცემა

ბიზნეს-პარტნიორების პერსონალური მონაცემების გადაცემა, როგორც ეს აღწერილია ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში, შეიძლება მოიცავდეს ამ მონაცემების საზღვარგარეთ გადაცემას. ეს შეიძლება ეხებოდეს ისეთ ქვეყნებს, რომელთა მონაცემთა დაცვის კანონები არ არის ისეთი ყოვლისმომცველი, როგორც იმ ქვეყნის ან ქვეყნების კანონები, სადაც თავდაპირველად მიაწოდეთ ინფორმაცია, მათ შორის ევროკავშირში. ასეთ შემთხვევებში, ჩვენ დავიცავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, როგორც ეს აღწერილია ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში.

იქ სადაც ევროპული კანონმდებლობა მოითხოვს, ჩვენ განვახორციელებთ შესაბამის უსაფრთხოების ზომებს, რათა უზრუნველვყოთ, რომ ასეთი გადარიცხვები შეესაბამებოდეს ევროპულ კონფიდენციალურობის კანონს. კერძოდ, როდესაც პერსონალური მონაცემები გადაეცემა მესამე მხარის მომსახურების პროვაიდერებს, ჩვენ ვადგენთ და ვატარებთ შესაბამის სახელშეკრულებო, ორგანიზაციულ და ტექნიკურ ზომებს ასეთ პროვაიდერებთან.

ეს ზომები შეიძლება დადგინდეს ევროკომისიის მიერ დამტკიცებული „სტანდარტული სახელშეკრულებო პუნქტების“ გამოყენებით, ქვეყნების მონაცემების შემოწმებით, რომლებიც შეიძლება გადაეცეს და უსაფრთხოების ტექნიკური და ორგანიზაციული ზომების დაწესებით. სადაც შესაძლებელია, შეგიძლიათ მოითხოვოთ ამ შეთანხმებების ასლები ქვემოთ მოცემული საკონტაქტო მონაცემების მეშვეობით.

უსაფრთხოება

ჩვენ გვაქვს პროცედურები, რათა თავიდან ავიცილოთ პერსონალური მონაცემების არაავტორიზებული წვდომა და ბოროტად გამოყენება.

ინფორმაციის და მათ შორის პერსონალური მონაცემების დასაცავად და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ვიყენებთ შესაფერის სამეწარმეო სისტემებსა და პროცედურებს. ამას გარდა, ვიყენებთ უსფრთხოების პროცედურებს, ტექნიკურ და ფიზიკურ შეზღუდვებს ჩვენს სერვერებზე დაშვებასა და პერსონალური მონაცემების გამოყენებაზე. პერსონალურ მონაცემებზე მხოლოდ უფლებამოსილ თანამშრომლებს ეძლევათ წვდომა თავიანთი მოვალეობის შესრულების პროცესში.

მონაცემთა შენახვა

პერსონალურ მონაცემებს შევინახავთ იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება ბიზნეს-პარტნიორებთან ბიზნესურთიერთობების სამართავად, Booking.com-ის მომსახურებების ბიზნეს-პარტნიორებისათვის მისაწოდებლად, მოქმედი კანონმდებლობის (მათ შორის დოკუმენტების შენახვის თაობაზე) დასაცავად, ნებისმიერ მხარეებთან დავების და პრეტენზიების გადასაჭრელად და თუ სხვაგვარად საჭირო გახდება სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად.

ჩვენ მიერ შენახული ყველა პერსონალური მონაცემი ექვემდებარება წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას და მონაცემთა შიდაუწყებრივ წესებს. თუ თქვენ გაქვთ შეკითხვები ჩვენ მიერ დამუშავებული სხვადასხვა ტიპის პერსონალური მონაცემების შენახვის სპეციფიკურ პერიოდებთან დაკავშირებით, დაგვიკავშირდით ქვემოთ მოცემული საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით.

თქვენი არჩევანი და უფლებები

იმისდა მიხედვით, თუ სად მდებარეობთ ან Booking.com-ის რომელი უწყება ამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს, სხვადასხვა უფლებები გავრცელდება პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე, როგორც ეს წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაშია აღწერილი. შესაბამის შემთხვევებში:

  • შეგიძლიათ ჩვენგან მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც ჩვენთან ინახება,

  • შეგიძლიათ გვაცნობოთ, თუ თქვენს პერსონალურ მონაცემებში რაიმე შეიცვლება ან გვთხოვოთ, შევასწოროთ რომელიმე მონაცემი, რომელიც თქვენს შესახებ გვაქვს,

  • გარკვეულ სიტუაციებში შეგიძლიათ მოგვთხოვოთ, წავშალოთ, დავბლოკოთ ან შევზღუდოთ პერსონალური მონაცემები, რომლებიც თქვენ შესახებ გვაქვს ან პროტესტი გამოთქვათ იმასთან მიმართბაში, თუ როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს,

  • გარკვეულ სიტუაციებში შეგიძლიათ ასევე გვთხოვოთ, თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები მესამე პირს გადავცეთ.

თუ თქვენს პერსონალურ მონაცემებს თქვენ მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე ვიყენებთ, უფლება გაქვთ, ეს თანხმობა ნებისმიერ დროს გამოითხოვოთ მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში. თუ თქვენს პერსონალურ მონაცემებს კანონიერი ინტერესების ან საჯარო ინტერესების საფუძველზე ვამუშავებთ, თქვენ აგრეთვე უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს პროტესტი გამოაცხადოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენებაზე მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში.

მიუხედავად თქვენი ადგილმდებარეობისა ან Booking.com-ის უწყებისა, რომელთანაც ხელშეკრულება გაქვთ გაფორმებული, ჩვენ ვეყრდნობით ბიზნეს-პარტნიორებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენ ხელთ არსებული პერსონალური მონაცემები იყოს სრული, ზუსტი და განახლებული. ყოველთვის გვაცნობეთ თქვენს პერსონალურ მონაცემებში ცვლილებების ან უზუსტობების შესახებ.

თუ თქვენს ბიზნესს აქვს ხელშეკრულებები Booking.com B.V.-ის სხვა სუბიექტთან და გსურთ დამატებითი ინფორმაცია ამ სუბიექტსა და Booking.com B.V.-ს შორის ურთიერთობის შესახებ, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნებისმიერ დროს. თქვენ ასევე უნდა მოიქცეთ, თუ გსურთ ისარგებლოთ თქვენი უფლებებით თქვენს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით, როგორც ამ საქმიანი ურთიერთობის ნაწილი.

დაგვიკავშირდით

თუ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე რაიმე შეკითხვა ან საზრუნავი გაგაჩნიათ ან გსურთ წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკით მონიჭებული თქვენი რომელიმე უფლება გამოიყენოთ, დაუკავშირდით მონაცემთა დაცვის ოფისს მისამართზე dataprotectionoffice@booking.com. თქვენ ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მონაცემთა დაცვის ადგილობრივ ორგანოს.

ჩვენ ვამახვილებთ ყურადღებას კონფიდენციალურობის კონკრეტულ კითხვებზე, თხოვნებსა და პრობლემებზე, რომლებიც გადმოცემულია ჩვენთვის შიდა პოლიტიკისა და პროცედურების გამოყენებით, კონფიდენციალურობის შესახებ მოქმედ კანონებზე, რეგულაციებსა და მითითებებზე დაყრდნობით. ჩვენ რეგულარულად განვიხილავთ და ვაუმჯობესებთ ამ პოლიტიკას და პროცედურებს ბიზნეს-პარტნიორების გამოხმაურების გათვალისწინებით.

ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში შეტანილი ცვლილებები

რამდენადაც ჩვენი ბიზნესი ყოველთვის იცვლება, ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკაც დროდადრო განიცდის ცვლილებას თუ ჩვენ ვგეგმავთ მატერიალურ ცვლილებებს ან ცვლილებებს, რომლებიც გავლენას მოახდენს თქვენზე, ჩვენ ყოველთვის დაგიკავშირდებით წინასწარ. ამ ტიპის ცვლილების მაგალითი იქნება, თუ ჩვენ დავიწყებთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას იმ მიზნებისთვის, რომლებიც ზემოთ არ არის აღწერილი.

Jan 11, 2023